ფეხბურთი

20:24 | 22.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

სლოტი: "მე და სალაჰს ერთნაირი ინტერესები გვაქვს"

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა კომენტარი მოჰამედ სალაჰს განცხადებაზე და აღნიშნა, რომ მას და სალაჰს ერთნაირი სურვილი აქვთ - „ლივერპულის“ განვითარება.

„ვულოცავ „არსენალს“ პრემიერლიგის მოგებას, მიკელმა და მისმა შტაბმა შესანიშნავი სამუშაო გაწიეს. მაგრამ ისინი განსხვავებული ჩემპიონები არიან, ვიდრე წინა შემთხვევაში, ეს 30 წლის განმავლობაში პირველი შემთხვევაა, როდესაც გოლების 40% სტანდარტული დარტყმებიდან გავიდა. ლუის ენრიკემ თქვა, რომ ისინი ჩვენს ლიგაში საუკეთესოები არიან უბურთოდ და მეც ვეთანხმები.

მე და სალაჰს ერთნაირი ინტერესები გვაქვს. გვინდა, რომ კლუბი მაქსიმალურად წარმატებული იყოს. თქვენ ამბობთ, რომ სალაჰს სურს მძიმე მეტალის სტილში თამაში და ამბობთ, რომ ეს ჩემი სტილი არ არის. რეალურად, ამან განაპირობა გასულ წელს პრემიერლიგის მოგება, ჩემი სტილით, რომელშიც მოც სიამოვნებით თამაშობდა. ორივეს გვინდა ის, რაც საუკეთესოა „ლივერპულისთვის“.

ახლა გუნდი უნდა განვავითარო, რათა ვითამაშოთ წარმატებული ფეხბურთის ისეთი, რომელიც მომწონს და გულშემატკივრებსაც მოეწონებათ. ამ სეზონში ჩვენი თამაშიდან ბევრი რამ არ მომეწონა“, - თქვა სლოტმა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.095995