„ბარსელონას“ პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტის ფლორენტინო პერესის განცხადებებს და ბრალდებებს გამოეხმაურა. როგორც ლაპორტამ აღნიშნა, პერესმა მოიტყუა, რათა „რეალის“ წარუმატებელი სეზონი გადაეფარა:
„ვფიქრობ, ეს ფარსი იყო, მაგრამ ამავდროულად სტრატეგიული ნაბიჯი. ზედიზედ ორი უტიტულო სეზონის შემდეგ მისი მიზანი ყურადღების გადატანა იყო. როგორმე უნდა გაამართლონ ის, რისი გამართლებაც არ შეიძლება, საუკეთესო გზა კი დაბნეულობის შექმნა და ყველაფრის „ბარსელონასთვის“ დაბრალებაა. თუმცა, ამას არ დავუშვებთ, დარწმუნებული ვარ, რეაგირებას მოვახდენთ. როდესაც ისინი „ბარსას“ იყენებენ, რეაგირებას ვახდენთ. გაავრცელეს გარკვეული სიცრუე ჩვენს შესახებ, სხვა კომენტარს არ გავაკეთებ“, - განაცხადა ლაპორტამ.
შეგახსენებთ, რომ ფლორენტინო პერესმა თქვა, რომ „ბარსელონა“ 20 წელია ლა ლიგის მსაჯებს ფულს უხდის და ამიტომაც, „რეალს“ ლა ლიგაში მასთან კონკურენცია უჭირს.





