ანდრეს ინიესტა სამწვრთნელო კარიერას იწყებს. 42 წლის ესპანელი „გალფ იუნაიტედის“ მწვრთნელად დაინიშნა.
„გალფ იუნაიტედი“ არაბეთის გაერთიანებული საამიროების რანგით მეორე დივიზიონში თამაშობს. ასე რომ, ანდრესი სამწვრთნელო კარიერას ემირატებიდან იწყებს, სადაც ორი წლის წინ მისი საფეხბურთო კარიერა დასრულდა.







