რუმინეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გეორგე ჰაჯიმ საქართველოსა და უელსთან ამხანაგური მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა.
ჰაჯიმ ორი სპარინგისთვის 31 ფეხბურთელი გამოიძახა, რომელთა ჩამონათვალი ასეთია:
მეკარეები: იონუც რადუ (სელტა), მარიან აიოანი (რაპიდი ბუქარესტი), ოტო ჰინდრიხი (ლეგია)
მცველები: ანდრე რაციუ (რაიო ვალეკანო), დეიან სორესკუ (გაზიანთეპი), ტონი სტრატა (გიმარაეში), რადუ დრაგუშინი (ტოტენჰემი), ვირჯილ გიტა (ჰანოვერი), ბოგდან რაჩოვიცანი (რაკუვი), ანდრე კუბისი (უნიერსიტატეა კლუჟი), ანდრეი ბურცა (იუნანი), მატეი ილიე (კლუჟი), ლისავ ეისატი (მაკაბ ჰაიფა), ნიცუშორ ბანჩუ (კრაიოვა), ანდრეი ბორზა (რაპიდი ბუქარესტი)
ნახევარმცველები: რაზვან მარინი (აეკ ათენი), ალექსანდრუ ჩიკალდაუ (კრაიოვა), ვლადიმირ სკრეციუ (კრაიოვა), ტუდორ ბალუტა (კრაიოვა), ნიკოლაე სტანჩუ (დალიანი), ვლად დრაგომირი (პაფოსი), იანის ჰაჯი (ალანიასპორი), დავიდ მატეი (კრაიოვა)
თავდამსხმელები: დენის მანი (პსვ), ოლიმპიუ მორუცანი (რაპიდი ბუქარესტი), ვალენტინ მიჰაილა (რიზესპორი), შტეფან ბაიარამი (კრაიოვა), ალექსანდრუ დობრე (რაპიდი ბუქარესტი), ლუის მუნტაენუ (დს იუნაიტედი), ფლორინელ კომანი (ალ-გარაფა), დენის დრაგუში (გაზიანთეპი)
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 2 ივნისს, "მიხეილ მესხზე" 21:00 საათზე, რუმინეთის ნაკრებს უმასპინძლებს, რომელსაც აქამდე ისტორიაში 8-ჯერ შეხვედრია და მხოლოდ ერთხელ გაიმარჯვა, 2021 წლის 2 ივნისს, სტუმრად ამხანაგურ თამაშში - 2:1 (გიორგი მიქაუტაძის და გიორგი აბურჯანიას გოლებით). მაშინაც, ნაკრებს ვილი სანიოლი წვრთნიდა. იქამდე, რუმინელებთან იყო ზედიზედ 7 მატჩი მოუგებლად.
5 ივნისს, ისევ "მიხეილ მესხზე", ოღონდ 20:00 საათზე, საქართველოს ნაკრები მეორე ამხანაგურ თამაშს ჩაატარებს ბაჰრეინის ნაკრების წინააღმდეგ. აქვე ვთქვათ, რომ რუმინეთთან მატჩში ეროვნულ ნაკრებში 129-ედ და ბოლოჯერ ითამაშებს გურამ კაშია, რომელსაც გაცილების მატჩი აქვს.







