ფეხბურთი

23:16 | 22.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

ბერნარდო სილვა სავარაუდოდ, კარიერას ლა ლიგაში გააგრძელებს

„მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელი ბერნარდო სილვა დიდი ალბათობით, კარიერას „ატლეტიკოში“ გააგრძელებს.

უკვე დადასტურებულია, რომ პორტუგალიელი სეზონის ბოლოს „სიტის“ დატოვებს და თავისუფალი აგენტი გახდება. როგორც ნიკოლო სკირა იტყობინება, ბერნარდო „ატლეტიკოსთან“ მოლაპარაკებებს აწარმოებს და მხარეები შეთანხმებასთან ახლოს არიან.

სილვა „როხიბლანკოსთან“ ორწლიან კონტრაქტს, კიდევ ერთი წლით განახლების ვარიანტით გააფორმებს. ფეხბურთელს მადრიდში ცხოვრების იდეა მოსწონს და თანახმაა, დიეგო სიმეონეს გუნდს შეუერთდეს.

ბერნარდო სილვა „მანჩესტერ სიტიში“ 2017 წლიდან თამაშობდა და 459 მატჩში 76 გოლი გაიტანა. მანამდე ის „მონაკოსა“ და „ბენფიკას“ ღირსებას იცავდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.096874