„ტრაბზონსპორმა“ თურქეთის თასი მოიგო. ფინალში ტრაბზონელებმა „ქონიასპორი“ დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა.
ანგარიში მე-18 წუთზე პოლ ონუაჩუმ გახსნა, რასაც მეორე ტაიმის დასაწყისში ჯექსონ მულეკამ გახსნა. მალევე, „ქონიას“ დაწინაურება შეეძლო, მაგრამ ენეს ბარდიმ პენალტი ვერ გაიტანა.
სამაგიეროდ, მატჩის დასრულებამდე 11 წუთით ადრე ონუაჩუმ პენალტი ზუსტად დაარტყა, დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 2:1.
„ტრაბზონსპორმა“ თურქეთის თასი ისტორიაში მეათედ მოიგო.







