ფეხბურთი

11:02 | 23.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

მარსელო ბიელსა მუნდიალის შემდეგ ურუგვაის ნაკრებს დატოვებს

ურუგვაის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მარსელო ბიელსამ მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადა.

70 წლის არგენტინელი ურუგვაის ნაკრებს 2023 წლიდან ხელმძღვანელობს. მისი ხელმძღვანელობით ურუგვაელებმა 2024 წლის კოპა ამერიკაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

„ჩვენი ერთობლივი მუშაობა მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ მთავრდება. ნებისმიერი პროფესიონალის სპორტული ცხოვრებისთვის მსოფლიოს ჩემპიონატი ნამდვილი მაგიაა. პირადად მე მადლიერი ვარ ურუგვაის, რომ მომცა ასეთი ღონისძიებით ტკბობის შანსი“, - თქვა ბიელსამ.

ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში ბიელსა ასევე მუშაობდა არგენტინის ეროვნულ ნაკრებში, ესპანურ კლუბებში „ესპანიოლსა“ და „ბილბაოს ატლეტიკში“, ფრანგულ კლუბებში „ლილსა“ და „მარსელში“, იტალიურ „ლაციოსა“ და ინგლისურ „ლიდსში“.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ურუგვაის ნაკრები H ჯგუფში ითამაშებს, სადაც ესპანეთის, კაბო ვერდესა და საუდის არაბეთის ნაკრებებს დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.090665