ფეხბურთი

11:38 | 23.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

"ლივერპულმა" სალაჰის შემცვლელი შეარჩია

„ლაიფციგის“ ფეხბურთელი იან დიომანდე „ლივერპულის“ სამიზნეა, რომელსაც ინგლისელები მოჰამედ სალაჰის შემცვლელად განიხილავენ. ამის შესახებ იტყობინება The Athletic-ის ჟურნალისტი დევიდ ორნშტეინი.

19 წლის შემტევმა ფეხბურთელმა „ლაიფციგში“ ბრწყინვალე სეზონის შემდეგ ევროპის არაერთი წამყვანი კლუბის ყურადღება მიიპყრო.

გერმანული კლუბი არ ჩქარობს ერთ-ერთი ტალანტის გაშვებას და ვარაუდობს, რომ მას მინიმუმ კიდევ ერთი სეზონით შეინარჩუნებს, განსაკუთრებით, ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის შემდეგ. ამავდროულად, სერიოზული შეთავაზების მიღების შემთხვევაში, „ლაიფციგი“ მზადაა განიხილოს მისი გაყიდვა, ტრანსფერის ღირებულება კი 100 მილიონ ევროზე მეტს შეადგენს.

„ლივერპულის“ კონკურენტებს შორის „პარი სენ-ჟერმენიცაა“, რომელიც ყურადღებით აკვირდება სიტუაციას.

დიომანდეს წარმატებული სეზონი ჰქონდა, 36 მატჩში 13 გოლი გაიტანა და 10 საგოლე პასი გააკეთა. ის ასევე კოტ დივუარის ნაკრების მსოფლიოს ჩემპიონატის განაცხადშიც მოხვდა, სადაც ტურნირის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ახალგაზრდა ფეხბურთელად მიიჩნევა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.159627