ფეხბურთი

12:45 | 23.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

მაურიციო სარი "ატალანტას" მწვრთნელი გახდება

ბერგამოს „ატალანტას“ მთავარი მწვრთნელი დიდი ალბათობით, მაურიციო სარი გახდება.

როგორც ნიკოლო სკირა იტყობინება, მხარეები შეთანხმებასთან ახლოს არიან და მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია. სარი ბერგამოელებთან 2029 წლამდე გააფორმებს კონტრაქტს და სეზონში 3.5 მილიონ ევროს მიიღებს. ის რაფაელე პალადინოს შეცვლის, რომელიც გუნდს დატოვებს.

თავის მხრივ, სარი რომის „ლაციოდან“ წავა, რომელთანაც კონტრაქტი აკავშირებს, თუმცა, მაურიციოს დედაქალაქში მუშაობის გაგრძელება აღარ სურს. სარის უკავშირებდნენ „ნაპოლისაც“, მაგრამ როგორც ჩანს, „ატალანტამ“ უფრო სწრაფად იმოქმედა. ის ძალიან მოსწონს კლუბის ახალ სპორტულ დირექტორს, კრისტიანო ჯუნტოლის.

მაურიციო სარიმ სახელი „ნაპოლიში“ გაითქვა, შემდეგ ასევე იმუშავა „ჩელსიში“, „იუვენტუსსა“ და „ლაციოში“. „ატალანტა“ მომდევნო სეზონში კონფერენს ლიგაზე ითამაშებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.161618