„მანჩესტერ იუნაიტედი“ ბერგამოს „ატალანტადან“ ბრაზილიელ ნახევარმცველს, ედერსონს დაიმატებს.
ნიკოლო სკირა ცნობით, მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა და ინგლისელები ფეხბურთელების სანაცვლოდ 45 მილიონ ევროს გადაიხდიან, რასაც ბონუსად 5 მილიონი ევრო დაემატება.
„ატალანტას“ მთავარმა მწვრთნელმა რაფაელე პალადინომაც დაადასტურა, რომ ედერსონი ბოლო ტურში სწორედ ერთ-ერთ ტოპკლუბთან მოლაპარაკებების პროცესის გამო არ ათამაშა. „წითელი ეშმაკები“ ბრაზილიელს კონტრაქტს 2031 წლამდე გაუფორმებენ და სეზონში 5 მილიონ ევროს გადაუხდიან.
ედერსონი 2022 წლიდან თამაშობს „ატალანტაში“ და 180 მატჩში 16 გოლი აქვს გატანილი, ხოლო მანამდე „სალერნიტანას“, „ფორტალეზას“, „კორინთიანსის“ და „კრუზეიროს“ წევრი იყო, ბრაზილიის ნაკრებში კი მხოლოდ სამჯერ უთამაშია.





