ფეხბურთი

14:25 | 23.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

ემილიანო მარტინესი ტრავმირებულია

ბირმინგემის „ასტონ ვილას“ მეკარე ემილიანო მარტინესი ტრავმირებულია. ამის შესახებ ინფორმაციას არგენტინული TyC Sports-ი ავრცელებს.

წყაროს თანახმად, დიბუს თითი აქვს დაზიანებული, რის გამოც ოპერაცია არ სჭირდება, მაგრამ დაახლოებით სამი კვირა ვერ ითამაშებს. არგენტინას პირველი მატჩი 17 ივნისს, ალჟირთან ელოდება და ამჟამინდელი მდგომარეობით, მან გამოჯანმრთელება უნდა მოასწროს.

თუმცა, თავისთავად, მარტინესის მდგომარეობა ყურადღებას იწვევს და ექიმები სიტუაციის ევოლუციას უნდა დაელოდონ.

შეგახსენებთ, რომ ემილიანო მარტინესმა „ასტონ ვილასთან“ ერთად ცოტა ხნის წინ ევროპა ლიგა მოიგო და ტრავმაც იმ შეხვედრაში მიიღო.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.16686