„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველი ბრუნო ფერნანდეში პრემიერლიგის 2025-2026 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
პორტუგალიელმა 34 მატჩში 8 გოლი გაიტანა და 20 საგოლე პასი გააკეთა. ამრიგად, ლოგიკურია, რომ ის გამოარჩიეს.
აღსანიშნავია, რომ 20 ასისტი ერთ სეზონში პრემიერლიგის რეკორდია. ბრუნომ ძალიან დიდი წვლილი შეიტანა იმაში, რომ „მანჩესტერ იუნაიტედმა“ სეზონი მესამე ადგილზე დაასრულა და ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა.





