ლიეტუვის ჩემპიონატის მე-15 ტურში „კაუნო ჟალგირისი“ სტუმრად „სედუვასთან“ 1:2 დამარცხდა, მაგრამ ანტონ თოლორდავამ გოლი გაიტანა.
ქართველმა მცველმა მეტოქის კარი კომპენსირებულ დროში დალაშქრა და სხვაობა შეამცირა, თუმცა, მისი გუნდი მარცხისგან ვერ იხსნა.
თოლორდავა ცენტრალური მცველია, მაგრამ მიმდინარე სეზონში 14 მატჩში 4 გოლი დაუგროვდა და შესანიშნავ ფორმაშია.
„კაუნო“ 29 ქულით ლიდერია, მიუხედავად იმისა, რომ 5-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს (4 ფრე, 1 წაგება).







