ფეხბურთი

18:03 | 23.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

მუნდიალზე დრ კონგოს ნაკრების მონაწილეობას საფრთხე ემუქრება

მსოფლიოს ჩემპიონატზე კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ნაკრების მონაწილეობა რისკის ქვეშაა.

საქმე ისაა, რომ აფრიკულ ქვეყანაში ებოლას ეპიდემიას ებრძვიან. მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე სულ რამდენიმე კვირით ადრე (პირველი მატჩი 11 ივნისს არის დაგეგმილი), ორგანიზატორებს და შეერთებულ შტატებს ახალი პრობლემის წინაშე მოუწევთ გამკლავება, ამჯერად ეპიდემიოლოგიური.

თეთრი სახლის მსოფლიოს ჩემპიონატის სამუშაო ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორმა ენდრიუ ჯულიანმა, გუნდსა და სამწვრთნელო შტაბს თვითიზოლაციაში ყოფნა დაავალა.

„ჩვენ კონგოს ძალიან ნათლად ვუთხარით, რომ 11 ივნისს ჰიუსტონში ჩასვლამდე 21 დღის განმავლობაში, გუნდი თვითიზოლაციაში უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, რისკავენ, რომ შეერთებულ შტატებში გამგზავრებას ვერ შეძლებენ. თუ ჯგუფს სხვა ადამიანები შეუერთდებიან, მათ მოუწევთ გუნდისგან განცალკევებით დარჩენა. თუ ისინი ჩამოვლენ და რომელიმე მათგანს სიმპტომები გამოუვლინდება, ისინი საფრთხეს შეუქმნიან ყველას“, - აღნიშნა ჯულიანმა.

აშშ-მ უკვე აუკრძალა ქვეყანაში შესვლა მოქალაქეებს, რომლებიც ბოლო 21 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, უგანდაში ან სამხრეთ სუდანში. ისინი არ დაუშვებენ გამონაკლისს კონგოსთვის, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ფეხბურთელი საზღვარგარეთ ცხოვრობს.

დრ კონგოს ნაკრები უკვე ბელგიაში ემზადება მუნდიალისთვის, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. კონგოელები მუნდიალის ჯგუფურ ეტაპზე პორტუგალიას, კოლუმბიასა და უზბეკეთს შეხვდებიან.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.097385