ფეხბურთი

20:48 | 23.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

„სელტიკმა“ შოტლანდიის თასი მოიგო, ფინალში „დანფერმლაინი“ დაამარცხა

შოტლანდიის თასის ფინალი „სელტიკსა“ და „დანფერმლაინს“ შორის დასრულდა. „სელტიკმა“ 3:1 მოიგო. მატჩი გლაზგოში, „ჰემპდენ პარკზე“ გაიმართა.

დაიზენ მაედამ ანგარიში მე-19 წუთზე გახსნა და „სელტიკს“ უპირატესობა მოუტანა. არნე ენგელსმა გუნდის უპირატესობა 36-ე წუთზე გააორმაგა. გლაზგოს კლუბის მესამე გოლი კელეჩი იჰეანაჩომ 73-ე წუთზე შეაგდო. „დანფერმლაინმა“ პრესტიჟის გოლი მე-80 წუთზე გააიტანა. თავი ჯოშ კუპერმა გამოიჩინა.

„სელტიკმა“ შოტლანდიის თასი 43-ედ მოიგო. ისინი ასევე შოტლანდიის ჩემპიონები გახდნენ 2025/26 წლების სეზონში და შოტლანდიის ლიგის თასის ფინალში გავიდნენ, სადაც ფინალში „სენტ მირენთან“ 3:1 დამარცხდნენ.

თეგებისელტიკი
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.166934