ფეხბურთი

21:21 | 23.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

„ჰალ სიტი“ პრემიერლიგაში დაწინაურდა

„ჰალ სიტისა“ და „მიდლსბროს“ შორის 2025/26 წლების ჩემპიონატის პლეი-ოფის ფინალი დასრულდა. „ვეფხვებმა“ 1:0 მოიგეს. მატჩი ლონდონში, „უემბლის“ სტადიონზე გაიმართა.

ოლივერ მაკბარნიმ ერთადერთი გოლი 90+5 წუთზე გაიტანა.

ნახევარფინალში „ჰალ სიტიმ“ „მილუოლი“ დაამარცხა (0:0, 2:0), ხოლო „მიდლსბრო“ „საუთჰემპტონთან“ დამარცხდა (0:0, 0:1). თუმცა „წმინდანებს“ ტექნიკური მარცხი ჩაუთვალეს სხვა გუნდების ვარჯიშების არაავტორიზებული ვიდეოჩანაწერების გამო.

მანამდე, „ქოვენტრი სიტი“ და „იფსვიჩ თაუნი“ პირდაპირ დაწინაურდნენ პრემიერლიგაში.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.092069