2025/2026 წლების ქალთა ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი „ბარსელონასა“ და „ლიონს“ შორის კატალონიელთა გამანადგურებელი გამარჯვებით - 4:0 დასრულდა. მატჩი ოსლოში, „ულევოლის“ სტადიონზე გაიმართა.
დუბლი მიითვალეს „ბლაუგრანას“ პოლონელმა თავდამსხმელმა ევა პაჟორმა და სალმა პარალუელომ.
ტურნირის წინა ეტაპებზე კატალონიურმა კლუბმა მადრიდის „რეალი“ საერთო ანგარიშით 12:2 და მიუნხენის „ბაიერნი“ (5:3) დაამარცხა. „ლიონმა“ გერმანულ „ვოლფსბურგს“ (4:1) და შარშანდელ გამარჯვებულ ლონდონის „არსენალს“ (4:3) სძლია.







