ფეხბურთი

22:36 | 23.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

„ლივერპულმა“ კლუბიდან წასვლისას სალაჰისა და რობერტსონის საპატივცემულოდ მიძღვნილი სპეციალური ცერემონია გამართა

„ლივერპულმა“ გუნდის ვარჯიშის წინ საგანგებო ცერემონია გამართა, თავდამსხმელ მოჰამედ სალაჰისა და მცველ ენდრიუ რობერტსონის საპატივცემულოდ, რომლებიც კლუბს ამ ზაფხულს დატოვებენ. „წითლებმა“ მოამზადეს სპეციალური სუვენირები, ფეხბურთელების მაისურების ნომრები გამოსახეს და სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს ამ ღონისძიებისადმი მიძღვნილი პოსტი.

სალაჰი „ლივერპულში“ 2017 წლიდან თამაშობს. ამ პერიოდში 33 წლის თავდამსხმელმა ყველა ტურნირზე 441 მატჩი ჩაატარა, 257 ბურთი გაიტანა და 122 საგოლე გადაცემა შეასრულა.

რობერტსონი „წითლებში“ 2017 წლიდან ირიცხება. ამ პერიოდში რობერტსონმა ყველა ტურნირზე 377 მატჩი ჩაატარა, 14 ბურთი გაიტანა და 69 საგოლე გადაცემა მიითვალა.

თეგებილივერპული
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.091989