ფეხბურთი

23:56 | 23.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

მიუნხენის „ბაიერნმა“ გერმანიის თასი მოიგო. კეინმა ჰეთ-თრიქი შეასრულა

„ბაიერნსა“ და „შტუტგარტს“ შორის გერმანიის თასის ფინალი დასრულდა. ბაიერნმა 3:0 მოიგო. მატჩი ბერლინის „ოლიმპიაშტადიონზე“ გაიმართა.

ჰარი კეინმა ანგარიში 55-ე წუთზე გახსნა და მიუნხენს წინ გაიყვანა, ხოლო მეორე გოლი 80-ე წუთზე გაიტანა. 90+2 წუთზე კეინმა პენალტით ჰეთ-თრიქი შეასრულა.

32 წლის ინგლისელმა ფეხბურთელმა 2025/26 წლების სეზონში 51 მატჩში 61 გოლი გაიტანა. მას ბუნდესლიგაში 36 გოლი აქვს გატანილი, გერმანიის თასზე 10, ჩემპიონთა ლიგაზე 14 და გერმანიის სუპერთასზე ერთი.

მიუნხენელებმა ქვეყნის თასი 21-ედ მოიპოვეს. შეგახსენებთ, რომ მანამდე „ბაიერნი“ გერმანიის ჩემპიონიც გახდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.166924