„პარი სენ-ჟერმენმა“, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის ემზადება, ბაზაზე ორმხრივი თამაში ჩაატარა, რომელშიც პსჟ-ს ფეხბურთელები მონაწილეობდნენ და ამან ყურადღება მატვეი საფონოვისა და ილია ზაბარნის გამო მიიქცია.
ზაბარნი და საფონოვი დაპირისპირებულ გუნდებში იყვნენ, მატჩის წინ კი, ფეხბურთელები ერთმანეთს მიესალმნენ, მაგრამ არა რუსი და უკრაინელი. საფონოვს ზაბარნიმ ხელი არ ჩამოართვა.
როგორც ჩანს, იმის მიუხედავად, რომ თანაგუნდელები არიან, ისინი არ კონტაქტობენ და არც არაფერი ეტყობათ, რომ ერთ გუნდში თამაშობენ...
შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის ფინალშინ 30 მაისს, ლონდონის „არსენალს“ შეხვდება.





