ფეხბურთი

0:57 | 24.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

„მალიორკა“ და „ჟირონა“ პრიმერადან გავარდნენ

ესპანური პრიმერას ბოლო ტურში ცხრილის ქვედა ნაწილში მყოფი გუნდების ბედი ირკვეოდა. ყველა მატჩი ერთსა და იმავე დროს დაიწყო. მართალია, „მალიორკამ“ უკვე გავარდნილ „ოვიედიოს“ 3:0 მოუგო, მაგრამ ეს პრიმერაში დასარჩენად საკმარისი არ აღმოჩნდა. „ჟირონამ“ „ელჩესთან“ ფრედ 1:1 ითამაშა და „მალიორკას“ ბედი გაიზიარა. „ოვიედო“ კი მანამდე დაქვეითდა სეგუნდა დივიზიონში.

„ხეტაფემ“ კონფერენს ლიგის საგზური მოიპოვა.

მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელი კილიან მბაპე სეზონის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

ფორვარდმა გოლი გაიტანა ბილბაოს „ატლეტიკთან“ 38-ე ტურში გამართულ საშინაო მატჩში, რომელიც 4:2 დასრულდა. მან ტურნირის 31 მატჩში 25 გოლი გაიტანა. მეორე ადგილი „მალიორკასა“ და კოსოვოს ნაკრების თავდამსხმელს, ვედატ მურიკის ერგო, რომელმაც 23-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი.

მბაპე ლა ლიგის ზედიზედ მეორე სეზონია საუკეთესო ბომბარდირია. ბოლოს ეს „ბარსელონას“ ყოფილმა თავდამსხმელმა, ლიონელ მესიმ შეძლო, რომელიც 2016/17 წლების სეზონიდან დაწყებული ხუთი წლის განმავლობაში ლიდერობდა ბომბარდირთა სიას. გასულ სეზონში, რომელიც მბაპესთვის სადებიუტო გახლდათ მადრიდის „რეალში“, მან 31 მატჩში 34 გოლი გაიტანა.

ესპანეთი. პრიმერა დივიზიონი. 38-ე ტური. 22 მაისი: ალავესი - რაიო ვალეკანო 1:2, ბეტისი - ლევანტე 2:1, ვალენსია - ბარსელონა 3:1, ჟორონა - ელჩე 1:1, მალიორკა - ოვიედო 3:0, მადრიდის რეალი - ბილბაო 4:2, სელტა - სევილია 1:0, ხეტაფე - ოსასუნა 1:0, ესპანიოლი - სოსიედადი 1:1.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.169841