ჟოზე მოურინიო, რომელიც სულ მალე მადრიდის „რეალის“ მწვრთნელი გახდება, გერმანიის თასის ფინალში, „ბაიერნის“ და „შტუტგარტის“ მატჩს დაესწრო.
როგორც მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, მოურინიო ბერლინში, სპეციალურად მაიკლ ოლისეს გამო იყო, მაგრამ „ბაიერნი“ ფრანგ ფეხბურთელთან განშორებას არ გეგმავს,
„რეკორდმაისტერის“ საპატიო პრეზიდენტმა ულიო ჰიონესმა ამაზე თქვა: „მოურინიოს შეუძლია ოლისეს 5 თვალით დააკვირდეს, მაგრამ მაინც ვერ მიიღებს. ის არ იყიდება“.
მედიაში ასევე გავრცელდა ცნობა, რომ ჟოზე ფინალს „შტუტგარტის“ სპორტული დირექტორის, ფაბიან ვოლგემუტის მიწვევით დაესწრო.





