ფეხბურთი

16:00 | 24.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

უცნაური ფაქტი: პოლონეთის ჩემპიონატიდან გავარდა გუნდი, რომელმაც სეზონში ყველაზე მეტი გოლი გაიტანა

პოლონეთის ექსტრაკლასას სეზონი დასრულდა და ერთი საინტერესო ფაქტიც დაფიქსირდა: ჩემპიონატიდან გავარდა გუნდი, რომელმაც ყველაზე მეტი გოლი გაიტანა...

ერთი შეხედვით დაუჯერებელი ამბავია, მაგრამ ფაქტია: „ლეხია გდანსკმა“ 34 ტურში მეტოქეთა კარი 62-ჯერ დალაშქრა, რაც საუკეთესო შედეგია. იგივე მაჩვენებელი ჰქონდა მხოლოდ პოზნანის „ლეხს“, რომელიც ჩემპიონი გახდა...

თუმცა, „ლეხიამ“ 65 გოლიც გაუშვა, რაც ასევე ყველაზე ცუდი მაჩვენებელია, ბოლოადგილოსან „ტერმალიცას“ ჰქონდა ასევე 65 გოლი მიღებული.

„ლეხიას“ გავარდნა (62:65-ზე ბურთები) იმანაც განაპირობა, რომ 5 ქულა დააკლეს და საბოლოოდ, 38 ქულით მე-16 ადგილი დაიკავა. რომ არა, დაკლებული 5 ქულა, ადგილს შეინარჩუნებდა. თუმცა, ეს არ ცვლის იმ უცნაურ ფაქტს, რომ გავარდა გუნდი, რომელმაც ყველაზე მეტი გოლი გაიტანა.

თეგებილეხია
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.088542