ფეხბურთი

16:26 | 24.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მაისურაძის საგოლე პასი უკრაინის ჩემპიონატში

უკრაინის პრემიერლიგის ბოლო ტურში „პოლისიამ“ ლვოვის „რუხი“ საკუთარ მოედანზე 2:0 დაამარცხა, ხოლო გიორგი მაისურაძემ სეზონი საგოლე პასით დაასრულა.

ქართველი მცველი თამაშში 46-ე წუთზე ჩაერთო და 82-ე წუთზე ასისტი მიითვალა. მან შესანიშნავად იმოქმედა მარჯვენა ფლანგზე და ბრწყინვალე გადაცემის შემდეგ ედუარდ სარაპიმ ცარიელ კარში შეაგდო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. მაისურაძემ სეზონი 12 მატჩში 1 გოლით და 1 ასისტით დაასრულა.

„პოლისიამ“ სეზონი 59 ქულით მესამე ადგილზე დაასრულა, ბრინჯაოს მედლები მოიპოვა და კონფერენს ლიგის საკვალიფკაციო ეტაპზე გავიდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.093789