ფეხბურთი

17:00 | 24.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

საბა მამაცაშვილის საგოლე პასი ლიეტუვის ჩემპიონატში

ლიეტუვის ჩემპიონატის მე-15 ტურში საბა მამაცაშვილის „ჟალგირის“ საკუთარ მოედანზე „ჰეგელმანთან“ 1:3 დამარცხდა, ქართველი მცველი საგოლე პასით გამოირჩა.

საბას გადაცემით მარკო კაპანმა გაიტანა, რომელმაც 28-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა (1:1), მაგრამ შემდეგ მასპინძლებმა ორჯერ გაუშვეს და უქულოდ დარჩნენ.

მამაცაშვილს 15 შეხვედრაში გოლი არ გაუტანია, ორჯერ კი საგოლე პასი გააკეთა. „ჟალგირისი“ 19 ქულით მეექვსე პოზიციაზეა და მომდევნო ტურში „კაუნოს“ შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.093323