ფეხბურთი

19:17 | 24.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

ული ჰიონესი: "კეინი ჩვენი საუკეთესო ტრანსფერია, "ბარსელონას" მის შესაძენად ფული არ აქვს"

მიუნხენის „ბაიერნის“ საპატიო პრეზიდენტმა ული ჰიონესმა განაცხადა, რომ ჰარი კეინის გაყიდვა გამორიცხულია.

გავრცელდა ცნობა, რომ ინგლისელით „ბარსელონა“ დაინტერესდა, მაგრამ ჰიონესი მშვიდადაა, ამბობს, რომ „ბარსას“ კეინის საყიდლად ფული არ აქვს:

„ჰარი კეინი საუკეთესო ტრანსფერია, რაც კი ოდესმე განგვიხორციელებია. დაინტერესებულია თუ არა „ბარსელონა“ მისით? „ბაიერნი“ არის კლუბი, რომელიც ყიდულობს და არა კლუბი, რომელიც ყიდის. ცხადია, რომ ის დარჩება და ნებისმიერ შემთხვევაში, რადგან „ბარსელონას“ მის შესაძენად სახსრები არ აქვს“, - თქვა ჰიონესმა.

შეგახსენებთ, რომ ჰარი კეინმა 2025-2026 წლების სეზონი ყველა ტურნირზე ჩატარებულ 51 მატჩში 61 გოლით დაასრულა და კარიერაში ყველაზე შედეგიანი სეზონი ჩაატარა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.086024