„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელმა ბრუნო ფერნანდეშმა რეკორდი დაამყარა, რომელიც წინა ტურში გაიმეორა.
პორტუგალიელმა „ბრაიტონთან“ მატჩში პატრიკ დორგუს გაატანინა და გააკეთა 21-ე საგოლე პასი, რაც პრემიერლიგის რეკორდია. ერთ სეზონში ამდენი საგოლე პასი აქამდე არავის ჰქონია.
ბრუნომ გააუმჯობესა ტიერი ანრისა და კევინ დე ბრუინის შედეგები, რომლებმაც პრემიერლიგის ერთ სეზონში 20-20 ასისტი მიითვალეს. თუმცა, დღეიდან რეკორდის მფლობელი ფერნანდეშია, რომელმაც შესანიშნავი სეზონი ჩაატარა. 21 საგოლე პასის გარდა, მან 9 გოლიც გაიტანა.
შეგახსენებთ, რომ ბრუნო ფერნანდეში პრემიერლიგის 2025-2026 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.





