ფეხბურთი

22:03 | 24.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

თემურ ქეცბაია: "ხარისხი გვაკლდა, მაგრამ ფრე ლოგიკური შედეგი იქნებოდა"

„დინამო თბილისის“ და ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარმა მწვრთნელებმა, თემურ ქეცბაიამ და დირკ შუსტერმა მატჩის შემდეგ, რომელიც იმერულმა გუნდმა 1:0 მოიგო, კომენტარი გააკეთეს.

თემურ ქეცბაია: „რთული თამაში იყო. მიუხედავად იმისა, რომ უპირატესობას ვფლობდით, ვერ გავიტანეთ და რეალური მომენტი ვერ შევქმენით. ვიცით, რა არის საჭირო და ყველაფერს გავაკეთებთ, რაც საჭიროა. რა თქმა უნდა, გოლი რომ გაიტანო ბოლო პასი გჭირდება, სამწუხაროდ, ეს დღეს არ გვქონდა, გვაკლდა, რაც ფეხბურთში ყველაზე მნიშვნელოვანია - ხარისხი. ალბათ, ფრე უფრო ლოგიკური შედეგი იქნებოდა. ვაგრძელებთ მუშაობას და მომდევნო მატჩისთვის მოვემზადებით“.

დირკ შუსტერი: „ორი კარგი გუნდი თამაშობდა, ორივემ ინტენსიური ფეხბურთი ითამაშა. გვქონდა სიტუაციები, როცა გაგვიმართლა. გავიტანეთ გოლი და შემდეგ უპირატესობა დავიცავით. სტადიონზე შესანიშნავი ატმოსფერო იყო, რომელიც ამ სტადიონზე აქამდე საქართველოს ჩემპიონატში არ ყოფილა. ეს ფეხბურთელებს მოტივაციას აძლევს და იმედია, მომავალ მატჩებშიც ასე იქნება. გვინდა, რომ წაუგებელი სერია გაგრძელდეს“.

შეგახსენებთ, რომ „ტორპედო“ კი ბოლო 11 ტურია არ დამარცხებულა, 26 ქულით მეორე ადგილზეა და მომდევნო ტურში „გაგრას“ შეხვდება, ხოლო „დინამო“ 22 ქულით მეოთხე საფეხურს იკავებს და წინ „მეშახტესთან“ დაპირისპირება ელოდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.097309