ანტონიო კონტემ „ნაპოლი“ დატოვა. ეს ინფორმაცია დაადასტურა, როგორც იტალიელმა მწვრთნელმა, ისე კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა.
„ერთი თვის წინ ვუთხარი დე ლაურენტისს, რომ მივდიოდი. ვერ მოვახერხე გუნდის გაერთიანება. კლუბი ჩემს გარეშე არ დასუსტდება. იტალიის ნაკრებში დაბრუნება? ამ ეტაპზე არანაირი კონტაქტი არ ყოფილა, ფედერაციის პრეზიდენტიც კი არ გვყავს. მომავალში ვნახოთ რა მოხდება, მაგრამ მე იტალიის ნაკრებს პეპ გვარდიოლას ვურჩევდი“, - თქვა კონტემ.
დე ლაურენტისმა კი აღნიშნა: „მომდევნო სეზონში „ნაპოლის“ მწვრთნელი კონტე არ იქნება. სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ, კლუბი ისევ კონკურენტუნარიანი იქნება“.
შეგახსენებთ, რომ ანტონიო კონტე „ნაპოლიში“ 2024 წლიდან მუშაობდა და გუნდს შარშან იტალიის ჩემპიონატი მოაგებინა, ისტორიაში მეოთხედ, ხოლო შემდეგ იტალიის სუპერთასი.





