ევროლიგის ჩემპიონი „ოლიმპიაკოსია“, რომელმაც ფინალში „რეალი“ დაამარცხა და 13 წლის შემდეგ ეს ტიტული მოიგო.
ბერძნული გუნდი „რეალთან“ ბოლო პერიოდის წინ 4 ქულით მარცხდებოდა, მაგრამ ბოლო მეოთხედი 11 ქულით მოიგო და საბოლოოდ, 92:85 გაიმარჯვა, რის შედეგადაც, 2013 წლის შემდეგ პირველად, ისტორიაში კი მეოთხედ გახდა ევროლიგის ჩემპიონი.
ოთხთა ფინალის საუკეთესო მოთამაშედ ევან ფურნიე აღიარეს, რომელმაც „რეალთან“ „ოლიმპიაკოსს“ 20 ქულა შესძინა. 16 ქულა ჰქონდა ალეკ პეტერსს, ხოლო „რეალში“ ტრეი ლაილსი იყო საუკეთესო 24 ქულით და 8 მოხსნით.







