ფეხბურთი

1:53 | 25.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსი" და "მილანი" ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გავიდნენ

„მილანი“ და „იუვენტუსი“ ევროპა ლიგაზე, „რომა“ და „კომო“ ჩემპიონთა ლიგაზე - ასეთია სერია A-ს ბოლო ტურის ვერდექტი.

38-ე ტურში „მილანი“ საკუთარ თავზე იყო დამოკიდებული, შინ უმოტივაციო „კალიარისთან“ უნდა მოეგო და როგორც გაირკვა, ფრეც ეყოფოდა მიზნისთვის, მაგრამ მოახერხა და, წააგო... მაქს ალეგრის გუნდი მეორე წუთზე ალექსის სალმაკერსის გოლით დაწინაურდა, მაგრამ შემდეგ სარდნიელებმა ორჯერ გაიტანეს და გაიმარჯვეს. ამ წაგებით „როსონერი“ ოთხეულს მიღმა დარჩა. არადა, ალეგრის გუნდი მთელი სეზონი ჩემპიონთა ლიგის ზონაში იყო, ჩემპიონობისთვისაც იბრძოდა, მაგრამ ბოლო ტურებში იმდენი ქულა დაკარგა, რომ ყველაფერი ძალიან ძვირად დაუჯდა.

„იუვენტუსი“ არ იყო საკუთარ თავზე დამოკიდებული: მისი სამი კონკურენტიდან ორს ვერ უნდა მოეგო, თავად ემარჯვა. ასე არ მოხდა. ლუჩანო სპალეტის გუნდი ტურინულ დერბიში დუშან ვლაჰოვიჩის დუბლით იგებდა, მაგრამ შემდეგ ორჯერ გაუშვა და ფრე 2:2. „იუვენტუსმა“ „ტორინო“ მიმდინარე სეზონში ვერცერთხელ დაამარცხა (0:0, 2:2), რაც 2001-2002 წლების სეზონის შემდეგ პირველად მოხდა. აღსანიშნავია, რომ „იუვეს“ თამაში სხვა მატჩებთან შედარებით 1 საათით გვიან დაიწყო, ტიფოზებს შორის შეტაკებების გამო. აქედან გამომდინარე, „იუვემ“ მეორე ტაიმი დაწყებისას უკვე იცოდა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გავიდოდა.

ისტორია დაწერა სესკ ფაბრეგასის გაწვრთნილმა „კომომ“, რომელიც ორი წლის წინ აღზევდა სერია A-ში, ახლა კი, ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა, თანაც როგორ? „კომომ“ „კრემონეზე“ 4:1 დაამარცხა და 71 ქულით ოთხეულში შევიდა.

ჩემპიონთა ლიგაზე 2018-2019 წლების სეზონის შემდეგ პირველად გავიდა „რომაც“, რომელმაც „ვერონას“ სტუმრად 2:0 სძლია და 73 ქულით სეზონი მესამე ადგილზე დაასრულა. ჯან პიერო გასპერინიმ "რომა" დააბრუნა ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირზე.

ამრიგად, „რომა“ 73 ქულით მესამეა, „კომო“ 71 ქულით მეოთხე - ისინი ჩემპიონთა ლიგაზე არიან. „მილანი“ 70 ქულით მეხუთეა, „იუვენტუსი“ 69 ქულით - მეექვსე და ეს გუნდები ევროპა ლიგაზე გავიდნენ. კონფერენს ლიგაზე იტალიას „ატალანტა“ წარადგენს.

სერია B-ში გავარდა „კრემონეზე“, რომელიც „კომოსთან“ განადგურდა, ხოლო მისმა კონკურენტმა „ლეჩემ“ „ჯენოა“ დაამარცხა.

„მილანი“ – „კალიარი“ 1:2 (1:1)

გოლები: 1:0 სალმაკერსი (2), 1:1 ბორელი (20), 1:2 როდრიგესი (57)

„კრემონეზე“ – „კომო“ 1:4 (0:1)

გოლები: 0:1 როდრიგესი (36), 0:2 დუვიკასი (51), 1:2 ბონაცოლი (55. პენ), 1:3 და კუნია (74. პენ), 1:4 და კუნია (81)

„ვერონა“ – „რომა“ 0:2 (0:1)

გოლები: 0:1 მალენი (56), 0:2 ელ შაარავი (90)

„ტორინო“ – „იუვენტუსი“ 2:2 (0:1)

გოლები: 0:1 ვლაჰოვიჩი (24), 0:2 ვლაჰოვიჩი (54), 1:2 კაზადეი (60), 2:2 ადამსი (84)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.090288