ფეხბურთი

10:02 | 25.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

უხვგოლიანი მატჩი MLS-ში: "ინტერ მაიამიმ" "ფილადელფია" 6:4 დაამარცხა, მესიმ ტრავმის გამო მოედანი ნაადრევად დატოვა

MLS-ის მე-15 ტურის მატჩში "ინტერ მაიამიმ" საკუთარ მოედანზე "ფილადელფია უნიონს" უმასპინძლა და უხვგოლიან დაპირისპირებაში 6:4 იმარჯვა.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ მატჩში 39 წლის ლუის სუარესმა ჰეთ-თრიქი შეასრულა, ხოლო ლიონელ მესიმ თავი ორი საგოლე გადაცემით გამოიჩინა, თუმცა არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა მოედანი 73-ე წუთზე ნაადრევად დატოვა, მას ფეხის უკანა კუნთი დაიჭიმა.ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენად სერიოზულია მესის ეს დაზიანება, ყველაფერი სამედიცინო დასკვნის შემდეგ გახდება ცნობილი.

გეტყვით, რომ არგენტინის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადებას 1 ივნისიდან იწყებს, ხოლო პირველ მატჩს სკალონეს გუნდი 17 ივნის ალჟირის წინააღმდეგ გამართავს.

შეგახსენებთ, რომ 15 ტურის შემდეგ "ინტერ მაიამი" 31 ქულას აგროვებს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილზე იმყოფება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.162129