იტალიის სერია A-ს ბოლო ტური საკმაოდ დაძაბული და საინტერესო გამოდგა, სადაც სესკ ფაბრეგასის გაწვრთნილმა "კომომ" სტუმრად "კრემონეზე" 4:1 დაამარცხა და ისტორიაში პირველად ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა.
მატჩის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში კომენტარი ესპანელმა სპეციალისტმა გააკეთა, რომელიც მიღწეული შედეგით ბედნიერი იყო.
"ბედნიერი ვარ, რადგან აქ ჩამოსვლის შემდეგ ძალიან, ძალიან, ძალიან ბევრი გადაწყვეტილების მიღება მომიწია, რადგან პრეზიდენტმა, ასე ვთქვათ, საფეხბურთო ოპერაციების გასაღებები ჩამაბარა. დღეს ფიზიოთერაპევტს ვესაუბრებოდი განვლილ პერიოდზე, რომელიც მაშინაც აქ იყო, როცა თითქმის ოთხი წლის წინ სათამაშოდ მოვედი. სიმართლე ისაა, რომ პრაქტიკულად არაფერი გვქონდა, ჩვენ სპორტული ცენტრის გარეშე ვვარჯიშობდით. ერთ ადგილას, აღარ მახსოვს ზუსტად სად იყო, მასაჟებს ბარის შიგნით ვიკეთებდით, ახლა კი, ოთხ წელზე ნაკლებ დროში, ჩემპიონთა ლიგაზე ვითამაშებთ, ეს წარმოუდგენელია", - განაცხადა ფაბრეგასმა.
შეგახსენებთ, რომ ფაბრეგასმა საფეხბურთო კარიერა სწორედ "კომოში" დაასრულა და შემდეგ ჯერ მთავარი მწვრთნელის ასისტენტად მუშაობდა, ხოლო 2024 წლის ივლისსში მთავარ მწვრთნელად დაინიშნა.





