ფეხბურთი

11:30 | 25.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

სამი ავტოგოლი და უცნაური მატჩი ჩეხეთის ჩემპიონატში

ჩეხეთის ჩემპიონატის გასავარდნი ჯგუფის ბოლო ტურში პრარის "დუკლამ" ისტორიაში ერთ-ერთი უცნაური მატჩი ჩაატარა. გუნდს საკუთარ მოედანზე "ოსტრავასთან" გამარჯვება ესაჭიროებოდა, რათა პლეი-აუტში ეთამაშა, თუმცა საბოლოოდ 0:3 დამარცხდა და ეს შედეგი განსაკუთრებული მიზეზით მოექცა ყურადღების ცენტრში.

საქმე ისაა, რომ მასპინძლებმა სამივე გოლი საკუთარ კარში გაიტანეს. ანგარიში 36-ე წუთზე მარკოს პურციტიდისის ავტოგოლით გაიხსნა, მეორე ტაიმში კი 57-ე წუთზე მუსა ტრაორემ და 74-ე წუთზე ლუკაშ პენქსამაც ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრეს.

შედეგად, „დუკლა“ უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში ქულების გარეშე დარჩა და ქვედა ლიგაში დაქვეითდა, ხოლო "ოსტრავა" პეი-აუტში ითამაშებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.08957