საქართველოს ნაკრებისა და იერუსალიმის "ბეითარის" ფეხბურთელი ლუკა გადრანი ისრაელის 2025-2026 წლების სეზონის საუკეთესო მცველად დასახელდა. გარდა ამისა, ის ერთ-ერთმა გამოცემამ სიმბოლურ გუნდშიც შეიყვანა.
გადრანი "ბეითარში" 2025 წლის დეკემბერში გადავიდა და მას შემდეგ გუნდის მაისურით 30 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და თავი ერთ გოლთან ერთად ერთი საგოლე გადაცემით გამოიჩინა. 30 მატჩიდან ლუკამ ძირითადში 29-ჯერ დაიწყო და 9-მატჩში მისმა გუნდმა გოლი არ გაუშვა, რაც გარკვეულწილად სწორედ ლუკას დამსახურება გახლდათ.
ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ლუკა გადრანმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა:
"მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამ გზის ნაწილი იყო. თითოეული მომენტი, თითოეული გამოწვევა და თითოეული გამარჯვება დაგვეხმარა რომ გავზრდილიყავით. ამ თავს მადლიერებით ვხურავთ და მომავალს იმედით, ამბიციითა და რწმენით ვუყურებთ, იმისთვის, რაც წინ გველოდება. შემდეგ შეხვედრამდე", - დაწერა ლუკამ საკუთარ ინსტაგრამგვერდზე.
შეგახსენებთ, რომ "ბეითარმა" ჩემპიონატი 76 ქულით მეორე ადგილზე დაასრულა და ზაფხულში ევროტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზებს.







