ფეხბურთი

14:11 | 25.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პირველად ტურნირზე არც "იუვე" იქნება და არც "მილანი"

ტურინის „იუვენტუსი“ და „მილანი“ ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გავიდნენ. ლუჩანო სპალეტის და მასიმილიანო ალეგრის გუნდებმა სეზონის ბოლო ნაწილი ჩააგდეს და სერია A ოთხეულში ვერ დაასრულეს.

საინტერესოა, რომ მას შემდეგ, რაც ამ ტურნირს ჩემპიონთა ლიგა დაერქვა, 1992 წლიდან, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩემპიონთა ლიგაზე ერთ სეზონში არც „იუვე“ იქნება და არც „მილანი“. 1992 წლიდან ორივე თუ არა, ერთ-ერთი მაინც იყო ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირზე. თუმცა, ეს ტრადიცია დაირღვა - მომდევნო სეზონში არცერთი იქნება.

იტალიური ფეხბურთი კრიზისშია, რასაც კარგად აღწერს მისი გრანდების - „იუვეს“ და „მილანის“ მდგომარეობა, რომელიც ძველი დიდებისგან ძალიან შორს არიან.

„მილანმა“ სეზონი 70 ქულით მეხუთე ადგილზე დაასრულა, „იუვემ“ 69 ქულით მეექვსეზე და მომდევნო სეზონში ორივე გრანდი ევროპა ლიგაზე ითამაშებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.086643