ფეხბურთი

14:30 | 25.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

პრესკონფერენციის დროს დე ლაურეტისსა და კონტეს შორის უთანხმოება მოხდა

იტალიის სერია A-ს 2025-2026 წლების სეზონის ბოლო ტურში "ნაპოლი" საკუთარ მოედანზე "უდინეზეს" დაუპირისპირდა და 1:0 იმარჯვა. აღნიშნული მატჩი ბოლო იყო ანტონიო კონტესთვის, რომელმაც კლუბი ოფიციალურად დატოვა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, "ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა და ანტონიო კონტემ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს, სადაც მათ შორის უთანხოებას ჰქონდა ადგილი:

დე ლაურენტისი: "ტრავმები რომ არა, სერია ა-ს ისევ მარტივად მოიგებდით"

კონტე: "საერთოდ არა“

დე ლაურენტისი: "კარგი, რას იძახი? მე ასე გეუბნები"

კონტე: "სრულიად არ გეთანხმები. ინტერს უნდა ვცეთ პატივი — ეს შესანიშნავი გუნდია. შარშან ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდნენ, წელს კი კიდევ უფრო გაძლიერდნენ და ჩემპიონობაც დაიმსახურეს"

დე ლაურენტისი: "კი, მაგრამ ინტერმა ევროსარბიელზე შარშანდელზე უარესი შედეგი აჩვენა"

კონტე: "ჩვენზე უკეთესი შედეგი ჰქონდათ. ჩვენზე წინ გადადგეს ნაბიჯი"

დე ლაურენტისი: "კარგი, მაგრამ ეს სულ სხვა საკითხია"

კონტე: "ბოდიში, მაგრამ ასეთ რაღაცებზე თავის გამართლების მოძებნა არ მიყვარს. უნდა ვაღიაროთ სხვების გამარჯვება და პატივი ვცეთ. თუ გვინდა, რომ პატივი გვცენ, ჩვენც უნდა ვცეთ პატივი სხვებს. ინტერმა დაიმსახურა ჩემპიონობა, ტრავმებით თუ ტრავმების გარეშე. შეიძლება ტრავმები რომ არ გვქონოდა, ჩემპიონთა ლიგიდან მაინც გამოვვარდნილიყავით",

შეგახსენებთ, რომ იტალიის სერია A ინტერმა მოიგო, ხოლო "ნაპოლიმ" 76 ქულით მეორე ადგილი დაიკავა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.15729