ესპანეთის ნაკრების შემადგენლობა მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატისთვის ცნობილია.
ლუის დე ლა ფუენტემ 26-კაციანი განაცხადი დაასახელა, რომელშიც ლამინ იამალიც მოხვდა, რომელიც ტრავმირებულია, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონატისთვის გამოჯანმრთელება უნდა მოახერხოს.
განაცხადში ვერ მოხვდა დინ ჰაუსენი, ისევე, როგორც დანი კარვახალი. შემადგენლობაში მადრიდის "რეალიდან" არავინა და "ფურია როხას" განაცხადი მუნდიალისთვის "რეალის" გარეშე ისტორიაში პირველადაა. ესპანეთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე ასეთი შემადგენლობით ითამაშებს:
მეკარეები: უნაი სიმონი (ბილბაო), დავიდ რაია (არსენალი), ჟოან გარსია (ბარსელონა)
მცველები: მარკ კუკურელია (ჩელსი), ალექს გრიმალდო (ლევერკუზენი), პაუ კუბარსი (ბარსელონა), ემერიკ ლაპორტი (ბილბაო), მარკ პუბილი (ატლეტიკო), ერიკ გარსია (ბარსელონა), მარკოს ლორენტე (ატლეტიკო), პედრო პორო (ტოტენჰემი)
ნახევარმცველები: პედრი (ბარსელონა), ფაბიან რუისი (პსჟ), მარტინ ზუბიმენდი (არსენალი), გავი (ბარსელონა), როდრი (მანჩესტერ სიტი), ალექს ბაენა (ატლეტიკო), მიკელ მერინო (არსენალი)
თავდამსხმელები: მიკელ ოიარსაბალი (სოსიედადი), დანი ოლმო (ბარსელონა), ნიკო ვილიამსი (ბილბაო), იერემი პინო (კრისტალ პალასი), ფერან ტორესი (ბარსელონა), ბორხა იგლესიასი (სელტა), ვიქტორ მუნიოსი (ოსასუნა), ლამინ იამალი (ბარსელონა)
ესპანეთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე კაბო ვერდეს, საუდის არაბეთსა და ურუგვაის შეხვდება, ხოლო მანამდე ორ სპარინგს ერაყისა და პერუს წინააღმდეგ ჩაატარებს.



