ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის დე ლა ფუენტემ დაასახელა 26-კაციანი შემადგენლობა, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებს.
აღსანიშნავია, რომ ისტორიაში პირველად ნაკრებში მადრიდის "რეალის" ვერცერთი ფეხბურთელი ვერ მოხვდა, რაზეც დე ლა ფუენტესს პრესკონფერენციაზე განმარტების გაკეთება დასჭირდა.
"არცერთი ფეხბურთელის კლუბს არ ვუყურებ: მხოლოდ იმას ვუყურებ, აქვთ თუ არა ჩვენთან თამაშის შესაძლებლობა. მე არ ვუყურებ, ისინი ერთი გუნდიდან მოდიან თუ მეორე, მე არ მაქვს ის ლოკალისტური მენტალიტეტი, რაც შეიძლება გულშემატკივარს ჰქონდეს", - განაცხადა დე ლა ფუენტემ.
ესპანეთის ნაკრების სრული შემადგენლობის ნახვა მითითებულ ბმულზე შეგიძლიათ.
შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე კაბო ვერდეს, საუდის არაბეთსა და ურუგვაის შეხვდება, ხოლო მანამდე ორ სპარინგს ერაყისა და პერუს წინააღმდეგ ჩაატარებს.







