ფეხბურთი

18:50 | 25.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

ჯენარო გატუზო "ლაციოს" მწვრთნელი გახდება, მაურიციო სარი - "ატალანტასი"

ჯენარო გატუზო რომის „ლაციოს“ ჩაიბარებს. იტალიური მედიის ცნობით, მხარეებს შორის შეთანხმება შედგა.

გატუზო „არწივებთან“ ორწლიან კონტრაქტს გააფორმებს, კიდევ ერთი წლით განახლების ვარიანტით. ჯენარო „ლაციოში“ მაურიციო სარის შეცვლის, რომელიც კარიერას ბერგამოს „ატალანტაში“ გააგრძელებს. აღსანიშნავია, რომ გატუზოს "ტორინო" ეპატიჟებოდა, მაგრამ ტურინულ გუნდში მუშაობაზე უარი თქვა. ამრიგად, გატუზოს "ლაციოში" და სარის "ატალანტაში" დანიშვნა - გადაწყვეტილია.

ჯენარო გატუზო ბოლოს იტალიის ნაკრებში მუშაობდა, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ გაიყვანა. მანამდე იტალიელი „სიონში“, „პალერმოში“, „ოფიში“, „პიზაში“, „მილანში“, „ნაპოლიში“, „ფიორენტინაში“, „ვალენსიასა“ და „მარსელში“ იყო.

„ლაციომ“ წარუმატებელი სეზონი ჩაატარა და ევროტურნირების საგზური ვერ მოიპოვა, იტალიის თასის ფინალი კი „ინტერთან“ წააგო.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.080308