„პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელმა უსმან დემბელემ ლუის ენრიკეზე ისაუბრა. მან ასევე კომენტარი გააკეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე, სადაც მისი მიზანი ჩემპიონობაა:
„ლუის ენრიკეს საიდუმლოს ვერავინ იტყვის. ის უმაღლესი დონის მწვრთნელია - ეს „ბარსელონაში“ ვნახეთ და ახლა პსჟ-ში ვხედავთ. მას აქვს მკაფიო ხედვა და ცდილობს ეს მთელ გუნდს გადასცეს. მას დიდი ენერგია აქვს, რასაც პრესკონფერენციებზეც ხედავთ. ის შესანიშნავი მწვრთნელია, გამორჩეულია და ვიმედოვნებთ, რომ ის „პარი სენ-ჟერმენში“ დიდხანს დარჩება.
ლუის ენრიკემ მითხრა, რომ მოედანზე და მის გარეთ მაგალითი უნდა ვიყო. ახლა ბევრად მეტი პასუხისმგებლობა მაქვს. ჩემპიონთა ლიგა პსჟ-სთან ერთად პირველი ნაბიჯია, მაგრამ ამის შემდეგ ჩვენთვის და ყველა ფრანგი ფეხბურთელისთვის წარმოუდგენელი ტურნირი დაიწყება. მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაში განსაკუთრებულია - ეს ჩემთვის მესამე იქნება და მნიშვნელოვანი მიზანია. იმედი მაქვს, რომ წარმატებას მივაღწევ. ეს მიზანია, განსაკუთრებით 2022 წლის იმედგაცრუების შემდეგ. ვეცდებით, ბოლომდე გავიდეთ. თუ გუნდურად კარგად ვითამაშებთ, შეგვიძლია დიდ მიღწევებს მივაღწიოთ“, - თქვა დემბელემ.





