ფეხბურთი

20:55 | 25.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: მასიმილიანო ალეგრი "მილანიდან" გაათავისუფლეს

მასიმილიანო ალეგრი „მილანის“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვეს. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

გამოცდილ სპეციალისტს არ აპატიეს ჩემპიონთა ლიგის ზონის მიღმა დარჩენა. ალეგრის გარდა, „როსონერიდან“ დაითხოვეს სპორტული დირექტორი იგლი ტარე, გენერალური დირექტორი ჯორჯო ფურლანი და მთავარი სკაუტი ჟოფრი მონკადა.

ალეგრი „მილანში“, რომელსაც 2010-2014 წლებშიც წვრთნიდა, გასულ ზაფხულს დაბრუნდა. იტალიური გუნდი დიდი ხანი სკუდეტოსთვის იბრძოდა, მაგრამ სეზონის ბოლო ნაწილში კრიზისი დაეწყო, ბოლო ათ ტურში 10 ქულა მოიპოვა, რაც საშინელი შედეგია. საბოლოოდ, გუნდი 70 ქულით მეხუთე ადგილზე გავიდა და ჩემპიონთა ლიგის ზონის მიღმა დარჩა.

ამ ეტაპზე არ არის ცნობილი, ვინ შეცვლის ალეგრის, მაგრამ გამოცდილმა სპეციალისტმა შეიძლება „ნაპოლი“ ჩაიბაროს, საიდანაც ანტონიო კონტე წავიდა და მწვრთნელს ეძებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.086712