იტალიის ნაკრების დროებითმა მთავარმა მწვრთნელმა სილვიო ბალდინიმ საბერძნეთსა და ლუქსემბურგთან ამხანაგური მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა, რომელიც 21-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელებისგან შედგება.
გამონაკლისია ჯანლუიჯი დონარუმა, რომელიც მაინც გამოიძახეს ნაკრებში - დანარჩენი ფეხბურთელები ახალგაზრდულ ნაკრებს წარმოადგენენ, თუმცა, მარკო პალესტრას და ფრანჩესკო ესპოზიტოს ეროვნულ ნაკრებშიც უთამაშიათ.
მეკარეები: ჯოვანი დაფარა (აველინო), ჯანლუიჯი დონარუმა (მანჩესტერ სიტი), ლორენცო პალმიზანი (ფროზინონე)
მცველები: ჰონესტ აჰანორი (ატალანტა), დავიდე ბარტეზაგი (მილანი), ფაბიო კიაროდია (გლადბახი), პიეტრო კომუცო (ფიორენტინა), კონსტანტინო ფავაზული (კატანძარო), ფილიპო მანე (დორტმუნდი), მარკო პალესტრა (კალიარი), ლუკა რეჯანი (დორტმუნდი)
ნახევარმცველები: მატეო დაგასო (ვენეცია), ჯაკომო ფატიკანტი (იუვენტუსი), ლუკა ლიპანი (სასუოლო), ჩერ ნდური (ფიორენტინა), ნიკოლო პიზილი (რომა), ლორენცო ვენტურინო (რომა)
თავდამსხმელები: ფრანჩესკო კამარდა (ლეჩე), ლუიჯი კერუბინი (სამპდორია), ჯეფ ეკატორი (ჯენოა), ფრანჩესკო პიო ესპოზიტო (ინტერი), სეიდუ ფინი (ფროზინონე), სამუელე ინასიო (დორტმუნდი), ლუკა კოლეოშო (პარიზი)
იტალიის ნაკრებისთვის მომდევნო სპარინგები რა თქმა უნდა, უმნიშვნელო ხასიათისაა, „აძური“ მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ გავიდა და ჯერ მწვრთნელიც არ ჰყავს, რომელსაც ალბათ, ზაფხულში დანიშნავენ.





