კოლუმბიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ნესტორ ლორენცომ მსოფლიოს ჩემპიონატისთვის 26-კაციანი განაცხადი დაასახელა.
კოლუმბია მუნდიალზე საბრძოლო შემადგენლობით იქნება, გუნდის პრაქტიკულად ყველა ლიდერი განაცხადშია.
მეკარეები: კამილ ვარგასი (ატლასი), ალვარო მონტერო (ველეს სარსფილდი), დავიდ ოსპინა (ატლეტიკო ნასიონალი).
მცველები: დევინსონ სანჩესი (გალათასარაი), ჯონ ლუკუმი (ბოლონია), იერი მინა (კალარი), ვილერ დრიტა (კრუს ასული), დანიელ მუნიოსი (კრისტალ პალასი), სანტიაგო არიასი (ინდეპენდიენტე), იოჰან მოხიკა (მალიორკა), დეივერ მაჩადო (ნანტი).
ნახევარმცველები: რიჩარდ რიოსი (ბენფიკა), ჯეფერსონ ლერმა (კრისტალ პალასი), კევინ კასტანო (რივერ პლეიტი), ხუან კამილო პორტილია (ატლეტიკო პარანაენსე), გუსტავო პუერტა (რასინგი), ჯონ არიასი (პალმეირასი), ხორხე კარასკალი (ფლამენგო), ხუან კინტერო (რივერ პლეიტი), ხამეს როდრიგესი (მინესოტა იუნაიტედი), ხამინტონ კამპაცი (როსარიო სენტრალი).
თავდამსხმელები: ხუან კამილო ერნანდესი (ბეტისი), ლუის დიასი (ბაიერნი), ლუის სუარესი (სპორტინგი), კარლოს ანდრეს გომესი (ვასკო და გამა), ჯონ კორდობა (კრასნოდარი)
შეგახსენებთ, რომ კოლუმბიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფში უზბეკეთის, კონგო დრ-სა და პორტუგალიის ნაკრებებს დაუპირისპირდება, მანამდე ორ ამხანაგურ თამაშს კოსტა რიკასა და იორდანიასთან გამართავს.




