ფეხბურთი

1:30 | 26.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

1997 წლის შემდეგ პირველად: "ვოლფსბურგი" ბუნდესლიგდან გავარდა

„ვოლფსბურგი“ ბუნდესლიგიდან გავარდა, „პადერბორნი“ კი აღზევდა.

პლეი-ოფში „პადერბორნმა“ დიტერ ჰეკინგის გუნდი საკუთარ მოედანზე დრამატულ ბრძოლაში, დამატებით დროში დაამარცხა.

პირველი მატჩი ვოლფსბურგში უგოლოდ დასრულდა, ხოლო საპასუხო შეხვედრა ჰეკინგის გუნდმა კარგად დაიწყო: მეორე წუთზე ანგარიში იენან პეიჩინოვიჩმა გახსნა. თუმცა, მე-14 წუთისთვის იაკიმ მაელემ ორჯერ მოასწრო ყვითელი ბარათის მიღება და დანიელი მცველი გააძევეს. კაცნაკლულმა „ვოლფსბურგმა“ კი უპირატესობა ვერ შეინარჩუნა.

37-ე წუთზე „პადერბორნმა“ ანგარიში ფილიპ ბილბიას გოლით გაათანაბრა. მასპინძლები დიდ უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ ძირითად დროში მეორე გოლი ვერ გაიტანეს და დამატებითი დრო დაინიშნა. იქ, ყველაფერი ლორინ კურდას გოლმა გადაწყვიტა - 2:1.

„პადერბორნი“ მომდევნო სეზონში ბუნდესლიგაში იქნება, ხოლო „ვოლფსბურგი“ 1997 წლის შემდეგ, როცა აღზევდა, პირველად დაემშვიდობა გერმანული ფეხბურთის ელიტას.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.101362