ფეხბურთი

11:49 | 26.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ და ბრუნუ ფერნანდეშმა კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებები დაიწყეს

ინსაიდერის, ფაბრიციო რომანოს ცნობით, „მანჩესტერ იუნაიტედმა“ პორტუგალიელ ნახევარმცველ ბრუნუ ფერნანდეშთან ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე მოლაპარაკებები დაიწყო.

გასულ სეზონში ინგლისური კლუბის ნახევარმცველი ტურნირის საუკეთესო საგოლე გადაცემების შემსრულებელი იყო, 35 მატჩში 21 ასისტი შეასრულა. კლუბს სურს, რომ მისი მიღწევები ახალი კონტრაქტით დააჯილდოოს.

ბრუნოს ამჟამინდელი კონტრაქტი „მანჩესტერ იუნაიტედთან“ 2027 წლის ზაფხულამდეა ძალაში. ფეხბურთელის მიმართ ინტერესს ადრე საუდის არაბეთის კლუბები იჩენდნენ.

პრემიერლიგის ბოლო სეზონში ფერნანდეშმა 35 მატჩი ჩაატარა, ცხრა ბურთი გაიტანა და 21 საგოლე გადაცემა მიითვალა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.164663