„ინტერ მაიამის“ საფეხბურთო კლუბმა გამოაქვეყნა ინფორმაცია თავდამსხმელი ლიონელ მესის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, მას შემდეგ, რაც ის მეჯორ ლიგის „ფილადელფიასთან“ მატჩისას (6:4) 73-ე წუთზე შეცვალეს.
„ორშაბათს ჩატარებული დამატებითი სამედიცინო გამოკვლევების შემდეგ, წინასწარი დიაგნოზი მიუთითებს მარცხენა ბარძაყის უკანა კუნთების დაღლილობასთან დაკავშირებულ ზედმეტ დატვირთვაზე.
ფიზიკურ აქტივობაზე დაბრუნება დამოკიდებული იქნება მის კლინიკურ და ფუნქციურ პროგრესზე“, - ნათქვამია პრესსამსახურის განცხადებაში კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლიონელ მესი არგენტინის ეროვნული ნაკრების გაფართოებულ განაცხადში შეიყვანეს 2026 წლის ფიფას მსოფლიო ჩემპიონატისთვის.
2026 წლის FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატი შეერთებულ შტატებში, კანადასა და მექსიკაში 11 ივნისიდან 19 ივლისამდე გაიმართება. არგენტინა A ჯგუფში ალჟირთან, ავსტრიასთან და იორდანიასთან ერთადაა. არგენტინა ტურნირის მოქმედი ჩემპიონია.







