ინსაიდერ ფაბრიციო რომანოს ცნობით, „ჩელსის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი ენცო მარესკა „მანჩესტერ სიტის“ ჩაიბარებს.
წყაროს ცნობით, 46 წლის იტალიელმა კონტრაქტი 2029 წლის ზაფხულამდე გააფორმა. ის მომავალი სეზონის წინ „სიტის“ ტრანსფერებთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებშიც ჩაერთვება.
22 მაისს „მანჩესტერ სიტიმ“ გამოაცხადა ხოსეპ გვარდიოლას წასვლის შესახებ სეზონის ბოლოს. ესპანელი კლუბის მთავარი მწვრთნელი 2016 წლიდან იყო.
მარესკას ბოლო სამსახური „ჩელსიში“ გახლდათ, რომელიც მან 2026 წლის იანვარში დატოვა. ლონდონურ კლუბთან ერთად მან კონფერენს ლიგა და საკლუბო მსოფლიო თასი მოიგო.
იტალიელი ასევე „ლესტერსა“ და „პარმას“ წვრთნიდა. 2022 წლიდან 2023 წლამდე ის ხოსეპ გვარდიოლას ასისტენტი იყო „მანჩესტერ სიტიში“.





