ფეხბურთი

13:37 | 26.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

შოტლანდის ბანკმა გამოუშვა საკოლექციო ბანკნოტი მაკტომინეის გამოსახულებით

შოტლანდიის ბანკმა გამოუშვა სპეციალური 20 ფუნტის ნომინალის ბანკნოტი, რომელზეც სხვა სურათებთან ერთად გამოსახულია შოტლანდიის ნაკრების და „ნაპოლის“ ნახევარმცველი სკოტ მაკტომინეი - ამის შესახებ იტყობინება The Herald.

სურათი შთაგონებულია მოთამაშის გოლით დანიის ნაკრების წინააღმდეგ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ევროპის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-6 ტურში. ნახევარმცველის გოლმა ხელი შეუწყო „ტარტანის არმიას“ მსოფლიო ჩემპიონატზე 1998 წლის შემდეგ პირველად მოხვედრაში.

მუნდიალის ჯგუფურ ეტაპზე შოტლანდია C ჯგუფში ბრაზილიას, მაროკოს და ჰაიტის ეროვნულ გუნდებს დაუპირისპირდება. ტურნირი ამ ზაფხულს შეერთებულ შტატებში, კანადასა და მექსიკაში გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.095046