ფეხბურთი

14:48 | 26.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიუმ მადრიდის „რეალში“ გასაძლიერებელი პოზიციები დაასახელა

მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობის ერთ-ერთმა მთავარმა კანდიდატმა, ჟოზე მოურინიუმ, „ლოს ბლანკოსის“ ხელმძღვანელობისთვის ანგარიში მოამზადა, რომელიც რამდენიმე საკვანძო პოზიციაზე მოთამაშეების შეძენას ეფუძნება - გვამცნობს AS.

მოურინიუს თავდაპირველად ერთი ან ორი ცენტრალური მცველის მიყვანა და დაცვის მარჯვენა ფლანგის გაძლიერება სურს, ხოლო მოგვიანებით მარცხენა მცველის შეძენა. გარდა ამისა, მწვრთნელი მნიშვნელოვნად მიიჩნევს შემოქმედებითი ნახევარმცველისა და თავდაცვითი ნახევარმცველის დამატებას, რომლებიც ორელიენ ჩუამენის კონკურენციას გაუწევენ. თუმცა, პორტუგალიელმასა არ დაასახელა კონკრეტული მოთამაშეები, რომელთა ხილვასაც „რეალში“ ისურვებდა.

მოურინიუ ადრე „რეალს“ 2010 წლის ივლისიდან 2013 წლის ივნისამდე წვრთნიდა. მადრიდული კლუბის დატოვების შემდეგ, „განსაკუთრებული“ მუშაობდა „ჩელსიში“, „მანჩესტერ იუნაიტედში“, „ტოტენჰემში“, „რომაში“, „ფენერბაჰჩესა“ და „ბენფიკაში“.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.091335